უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო.იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია,შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო.მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია.მინდა თვალზე ცრემლების _ ალუბლების დაკრეფადა ღრუბლები, გარშემო მერცხლები რომ უვლიან,შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება.მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია.რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,ეგ თვალები დამჭირდა, ეგ ღიმილი დამჭირდა.

Your Comment Comment Head Icon

Login